სიახლეები
14.11.2023
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომელმა ესპანეთში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ესპანეთში, ქ.სანტიაგო დე კომპოსტელაში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „მერქნიანი მცენარეების ინოვაციური კლონირება“, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვირუსოლოგიის ლაბორატორიის უფროსმა პრეზენტაცია „მცენარეთა ვირუსული და ფიტოპლაზმური დაავადებები საქართველოში“ გამართა. მან ევროპისა და ცენტრალური აზიის 22 ქვეყნის მეცნიერებს ვაზის, ხეხილის და თხილის საქართველოსთვის აქტუალური ვირუსული, ბაქტერიული და ფიტოპლაზმური დაავადებების კვლევის შედეგები და მათთან ბრძოლის ინტეგრირებული სისტემების შემუშავების საკითხები გააცნო.კონფერენცია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის ასოციაციის (COST) დაფინანსებით გაიმართა, რომლის მიზანიც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში მკვლევარების და ინოვატორების იდეების ხელშეწყობაა.