სიახლეები
16.11.2023
საქართველოს ტყეების იშვიათ სახეობებზე, ქართველმა მეცნიერებმა, პორტუგალიაში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენება გააკეთეს
პორტუგალიაში, ქ.ევორაში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის წარმომადგენლებმა, საქართველოს ტყეების იშვიათ სახეობებზე, მოხსენება გააკეთეს. ქართველმა მეცნიერებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „საქართველოს ტყის იშვიათი და რელიქტიური სახეობების შესწავლა და ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნა“ ფარგლებში განხორციელებული კვლევების შედეგები წარადგინეს. პროექტის ფარგლებში, 18 სახეობის შესახებ ელექტრონული მონაცემების ბაზის შექმნა, ex-situ კონსერვაცია, მოლეკულურ-გენეტიკური და მოფომეტრიული კვლევები მიმდინარეობს.სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერებმა საველე ექსპედიციაში მიიღეს მონაწილეობა, სადაც პორტუგალიის გამოცდილებას გაეცნენ. კონფერენცია ტყეების კვლევითი ორგანიზაციების საერთაშორისო კავშირის (IUFRO) ორგანიზებით გაიმართა და მასში სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები იღებდნენ მონაწილეობას.