facebook
youtube
mail

სიახლეები

28.11.2023

ჩეხეთში, ზუსტი სოფლის მეურნეობის თემაზე სემინარი გაიმართა

სემინარს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა მიკროკლონური გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის სამსახურის უფროსი დაესწრო.

თემატური სემინარი ჩეხეთის მთავრობის, პრაღის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების ფაკულტეტის და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) რეგიონული ოფისის ორგანიზებით გაიმართა.

სემინარის მიზანი აზიისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პატარა და დიდი ფერმების მდგრადი და ზუსტი სოფლის მეურნეობის დადებითი გამოცდილების გაზიარება იყო. განსაკუთრებული ყურადღება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სფეროში ახალ ტექნოლოგიებს, სატელიტური ზონდირების მეშვეობით მოსავლის წარმოების მონიტორინგს, საველე რობეტების გამოყენების პოტენციალს და დისტანციური ზონდირების პრაქტიკულ მაგალითებს დაემთო. სემინარის ფარგლებში, მონაწილეებმა ზუსტი სოფლის მეურნეობის ფერმები და საინჟინრო ლაბორატორია დაათვალიერეს და საწამლი დრონის გამოცდაში მიიღეს მონაწილეობა.