სიახლეები
05.12.2023
საქართველოს ნიადაგების საერთო მდგომარეობის შესწავლის და ინვენტარიზაციის მიზნით, გამოკვლეულია 200 000 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართობი
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის კვლევის ლაბორატორამ, სივრცით-სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით, ნიადაგის თემატური რუკები შეადგინა - ორგანული ნახშირბადის მარაგის, ნიადაგში ორგანული ნივთიერებების შემცველობის, ნიადაგის ხსნარის რეაქციის (pH), ნიადაგის ელექტროგამტარობის, ნიადაგში გაცვლითი ნატრიუმის შემცველობის, შავი ნიადაგების გავრცელების და ნიადაგში ორგანული ნახშირბადის სეკვესტრის პოტენციალის ციფრული რუკები. მონაცემების დამუშავებისთვის ლაბორატორია ევროკომისიის გაერთიანებული კვლევითი ცენტრის (JRC) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ნიადაგის საერთაშორისო თანამშროლობის სამდივნოს (GSP) მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიებს იყენებს.პროექტს „საქართველოს ნიადაგების საერთო მდგომარეობის შესწავლა“ ლაბორატორია 2016 წლიდან ახორციელებს, რომლის მიზანი საქართველოს ნიადაგების საერთო მდგომარეობის შესწავლა, შეფასება და შესაბამისი თემატური ციფრული რუკების შექმნაა. ამასთან, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარების (NSDI) პროექტის და ნიადაგის მსოფლიო საინფორმაციო სისტემის - GLOSIS მოთხოვნების შესაბამისი ნიადაგის საინფორმაციო სისტემის ჩამოყალიბება.
ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია 2016 წლიდან ფუნქციონირებს, რომლის კვლევების საფუძველზე მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ნიადაგის შეფასება და მისი ნაყოფიერების გაუმჯობესების ღონისძიებებისთვის რეკომენდაციების შემუშავება.