სიახლეები
25.11.2023
20-24 ნოემბერს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გამართული, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის შემაჯამებელი შეხვედრები დასრულდა.
საერთაშორისო პროექტში "ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ძირითადი საკვები კულტურების პროდუქტიულობის და მდგრადობის გაზრდა კლიმატის ცვლილების მიმართ" ჩართული იყვნენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც კვლევებს ცენტრის წილკნის ბაზაზე ახორციელებდნენ.შეხვედრების ფარგლებში, უცხოელმა დელეგატებმა წილკანში სადემონსტრაციო ბაზა მოინახულეს, მიმდინარე სამუშაოებს, ჩატარებულ კვლევებსა და შედეგებს გაეცნენ.
ასევე, ღონისძიების ფარგლებში, საერთაშორისო პროექტში ჩართულ წარმომადგენლებს უმასპინძლეს ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე, სადაც საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორია და ბაზაზე იშვიათი ვაზისგან დაყენებული ღვინოები გააცნეს.
"მინდა გამოვხატო მადლიერება საქართველოს მიმართ ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის, ჩვენი მასპინძლობისთვის, აქ წარმოდგენილია 20-მდე მონაწილე სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს შეხვედრები მოეწყო, რათა პროექტის პროგრესზე და მიღწევებზე, მის მომავალზე და ახალი პროექტების ჩამოყალიბებაზე გვემსჯელა" - აღნიშნა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პროექტების კოორდინატორმა, ფატმა სარსუმ.