facebook
youtube
mail

სიახლეები

27.02.2024

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და შპს „ბუ ინჟინერინგ სოლუშენს“ შორის, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმს ხელი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და შპს „ბუ ინჟინერინგ სოლუშენის“ დირექტორმა გიორგი კაკაბაძემ მოაწერეს.

თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია სასოფლო-სამეურნეო ერთწლოვანი კულტურების ნათესი ფართობებისა და მრავალწლოვანი ნარგაობების დისტანციური მულტისპექტრული სკანირების თანამედროვე მეთოდოლოგიების დაზუსტება და ვალიდირება.

თანამშრომლობა ითვალისწინებს აგროტექნიკური სამუშაოების უპილოტო საფრენი აპარატებით (დრონებით) წარმოების ინოვაციური მიდგომების კვლევას და შემუშავებას.

კომპანია „ბუ ინჟინერინგ სოლუშენის“ (BU Engineering Solutions) ძირითად მიმართულებას სხვადასხვა კლასის უპილოტო საფრენი აპარატების დაპროექტება, წარმოება და ოპერირება წარმოადგენს; საქმიანობა ასევე მოიცავს მიზნობრივ საინჟინრო კონსულტაციებს, მათ შორის, მექანიკური და ელექტრო ინჟინერიის, პროგრამირებისა და სისტემების ინჟინერიის კუთხით.