სიახლეები
29.02.2024
ჯიღაურაში სტუდენტებისთვის ტრენინგი ჩატარდა
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე ვაზის სხვლა-ფორმირების თემაზე აგრონომიული და მევენახეობა-მეღვინეობის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის ტრენინგი ჩატარდა.ტრენინგის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ვაზის ჯიშების მახასიათებლებზე, სანერგე მეურნეობის სერტიფიცირების და ჯანსაღი ნერგის წარმოების პროცესებზე, ვენახის აგროტენქოლოგიაზე, ნიადაგის შერჩევასა და სწორი საძირის გამოყენებაზე, ასევე, რეგიონებისთვის ვაზის ჯიშების სწორედ შერჩევაზე და ნერგის დარგვის წესებზე. ტრენინგის მონაწილეებმა ვენახის სხვლა-ფორმირებაში მიიღეს მონაწილეობა.
„სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების პარალელურად, ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს უმაღლეს სასწავლებლებთან და სტუდენტურ ორგანიზაციებთან. სექტორში მეტი მცოდნე და პროფესიონალი კადრის არსებობა ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას. სტუდენტებისთვის სხვადასხვა საინტერესო თემაზე ტრენინგების ჩატარება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის სამენციერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.
მომავალ აგრონომებს და მევენახეებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ ცენტრის საქმიანობა და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით არსებული პროექტებიც გააცნო.