სიახლეები
14.03.2024
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სამეცნიერო მიმართულებით თანამშრომლობას აღრმავებს

„ჩვენს უნივერსიტეტში აგრარული მიმართულებებს უკვე წლებია სათანადო ყურადღება ეთმობა. ამდენად მრავალპროფილურ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის განახლებას ახალ ეტაპზე გადაჰყავს აქამდე არსებული ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა, რაც აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის მნიშვნელოვანი მიღწევების საწინდარი გახდება", - აღნიშნა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა ჭკადუამ.
„კვლევითი ცენტრისთვის პრიორიტეტულია რეგიონებში აგრარული მიმართულების ორგანიზაციებთან და უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობა. მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების სამივე საფეხურის სტუდენტებს ცენტრის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზებსა და ლაბორატორებში, აკადემიურ პერსონალთან ერთად, კვლევების დაგეგმვა-განხორციელების, პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების შესაძლებლობა ექნებათ, რაც რეგიონში მეტი ახალგაზრდა კვალიფიციური კადრის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.“- აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და უნივერსიტეტის რექტორმა შალვა ჭკადუამ მოაწერეს.