სიახლეები
26.03.2024
ილია წინამძღვრიშვილის კოლეჯის სტუდენტებს ჯიღაურას ბაზაზე ტრენინგი ჩაუტარდათ

სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი მრავალპროფილურია, თუმცა წამყვან დარგს სოფლის მეურნეობა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პრიორეტიტია ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, მომზადება და აგრარულ სფეროში მათი ჩართვა. ცენტრი, მის დაქვემდებარებაში არსებულ კვლევით-სადემონსტრაციო ბაზებზე, რეგულარულად ატარებს უფასო სემინარებსა და ტრენინგებს.