სიახლეები
25.04.2024
ჯიღაურას ბაზაზე, სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა

აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურების საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლები ჩართული არიან ფერმერებისთვის თანამედროვე ცოდნის, წარმატებული გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდების და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში.
ტრენინგზე მონაწილეები ვაშლის, ვაზის და ატმის მავნებელ-დაავადებების იდენტიფიცირებას, მოცემული კულტურების ფენოლოგიური განვითარების ფაზებსა და კლიმატური რისკების მართვის მიდგომებს გაეცნენ. სემინარის დამსწრეებმა ინფორმაცია სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის, მევენახეობის და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მიმართულებით მიმდინარე კვლევებსა და სამეცნიერო პროექტების შესახებაც მიიღეს.
აღნიშნულ თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურის უფროსი ზვიად ბობოქაშვილი და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ხიდეშელი უძღვებოდნენ.