facebook
youtube
mail

სიახლეები

25.05.2024

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მცენარეთა გენეტიკური რესურსები: შესაძლებლობები და გამოწვევები“ დასრულდა

კონფერენციის ფარგლებში, ქართველ მეცნიერებმა და საერთაშორისო ექსპერტებმა მდგრად სოფლის მეურნეობაში მცენარეთა გენეტიკური რესურსების მართვისა და გამოყენების, ველური ფლორის გენეტიკური რესურსების კონსერვაციის, ასეევე ეკოსერვისების, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების შემუშავებისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

ორდღიანი პლენარული სხდომების და თემატური სესიების დასრულების შემდეგ, კონფერენციაში მონაწილე საერთაშორისო ექსპერტებმა ღვინის ეროვნულ სააგენტოში ღვინის მუზეუმი და მარანი დაათვალიერეს, გაეცნენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნისა და ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზებზე მიმდინარე პროექტებსა და კვლევით საქმიანობას. კონფერენციის დელეგატებმა მოინახულეს აკად. სოლომონ ჩოლოყაშვილის სახელობის ვაზის ქართული ჯიშების კოლექცია და ქართული, იშვიათი ვაზის ჯიშებისაგან დამზადებული ღვინოები დააგემოვნეს.

სამეცნიერო კონფერენცია „მცენარეთა გენეტიკური რესურსები: შესაძლებლობები და გამოწვევები“, 22-24 მაისს, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. კონფერენციას მსოფლიოს 14 ქვეყნის 150-მდე მეცნიერი და მკვლევარი ესწრებოდა.