სიახლეები
27.05.2024
ნიადაგის კვლევის ლაბორატორიას უზბეკეთის დელეგაცია ესტუმრა

უზბეკ სტუმრებს ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის უფროსმა ზაურ ჩანქსელიანმა ლაბორატორიის ფუნქციები და მიმდინარე საქმიანობა გააცნო.
გამართულ შეხვედრაზე, ნიადაგის კვლევის ლაბორატორიის მეცნიერმა თამარ ჯოლოხავამ საქართველოს ნიადაგების მრავალფეროვნებაზე, მისი ნაყოფიერების მართვის საკითხებზე ისაუბრა და ყურადღება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის კვლევების საფუძველზე ნიადაგის შეფასების, მისი ნაყოფიერების გაუმჯობესების ღონისძიებებისთვის რეკომენდაციების შემუშავების პროცესში ლაბორატორიის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
სტუმრებმა, ვიზიტის ფარგლებში, ივანე სარიშვილის სახ. ნიადაგის კვლევის ლაბორატორია დაათვალიერეს, გაეცნენ მიმდინარე სამუშაოებს, რომელიც ევროკომისიის გაერთიანებული კვლევითი ცენტრის (JRC) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ნიადაგის საერთაშორისო თანამშრომლობის სამდივნოს (GSP) მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიების გათვალისწინებით მიმდინარეობს.