სიახლეები
05.06.2024
ეკოკლუბის წევრებმა წილკნის ლაბორატორიული ბაზა დაათვალიერეს
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის მცენარეთა მიკროკლონური (IN VITRO) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის სამსახურის ლაბორატორიამ საჩხერის მუნიციპალიტეტის სარეკის საჯარო სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეებს უმასპინძლაეკოკლუბი - ამავე სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა და პედაგოგთა გაერთიანებაა, რომელიც გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსწავლეთათვის პრაქტიკული და თეორიული უნარ-ჩვევების განვითარებას, განსაზღვრული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებით უზრუნველყოფს.
ლაბორატორიის უფროსმა თეკლა ზაკალაშვილმა ეკოკლუბის წევრებს ლაბორატორიის მიზნები, მისი მუშაობის პრინციპები, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და კვლევების შედეგად გაწერილი პროტოკოლის მიხედვით კულტურათა ინვიტრო ფორმით გამრავლების სპეციფიკა გააცნო. ეკოკლუბის წევრებმა წილკნის ბაზაზე არსებული სათბური დაათვალიერეს, სადაც უვირუსო სათესლე მასალის მისაღებად ინვიტრო კარტოფილის მცენარეების აკლიმატიცაზია და ტუბერიზაციის პროცესი მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ეკოჯგუფის წევრები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტში „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2024“ მონაწილეობენ, რომლის მიზანი გარემოსდაცვითი განათლებისა და სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერა და მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებაა.