სიახლეები
11.06.2024
ჯიღაურას ბაზაზე სტუდენტებისთვის ტრენინგი ჩატარდა

მომავალ მევენახეებსა და მეღვინეებს, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, ცენტრის საქმიანობა და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი პროექტები, ვაზის ჯიშები და მათი მახასიათებლები, სავენახე ტერიტორიის მოწყობისა და ვენახის აგროტექნოლოგიის თავისებურებები, სერტიფიცირების აუცილებლობა და ჯანსაღი ნერგის წარმოება გააცნო.
ვიზიტის დასასრულს მათ ბაზაზე გაშენებული იშვიათი ვაზის ჯიშებიდან დამზადებული ღვინოები დააგემოვნეს და ღვინის ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერისტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მევენახეობა-მეღვინეობის საგანმანათლებლო პროგრამების სამივე საფეხურის სტუდენტებს, ცენტრის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზებსა და ლაბორატორიებში, პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების შესაძლებლობა ეძლევათ.