facebook
youtube
mail

სიახლეები

17.06.2024

წილკანს სოფლის მეურნეობის კვლევის მსოფლიო პარტნიორობის ორგანიზაციის ექსპერტი ეწვია

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის რეგიონალურ სადემონსტრაციო ბაზას სოფლის მეურნეობის კვლევის მსოფლიო პარტნიორობის ორგანიზაციის ექსპერტი ბეიჰან აკინი სამუშაო ვიზიტით ეწვია.

ვიზიტის მიზანს წილკანში, ცენტრის მფლობელობაში არსებულ რეგიონალურ სადემონსტრაციო ბაზაზე, თავთავიან კულტურებზე მიმდინარე სელექციური ცდების დათვალიერება-მონიტორინგი წარმოადგენდა.

ხორბლის სელექციის ეროვნული პროგრამის ფარგლებში, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, საერთაშორისო სანერგეებიდან გადმოცემული გამორჩეული 120-მდე დათესილი ხორბლის პერსპექტიული ფორმებიდან საუკეთესო გენოტიპის გამოყოფა, დადებითი სამეურნეო და ხარისხობრივი ფორმების გამორჩევა, მცენარეთა ადგილობრივ აგროკლიმატურ პირობებთან ადაპტაციისა და დაავადებების მიმართ მდგრადობის შესწავლა მიმდინარეობს.

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ხორბლის სელექციის ეროვნული პროგრამის ფარგლებში, 2000 წლიდან საერთაშორისო ორგანიზაციების - CIMMYT-ისა (ხორბლისა და სიმინდის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრი) და ICARDA-ს (მშრალი რეგიონების სასოფლო-სამეურნეო კულტურათა კვლევის საერთაშორისო ცენტრი) საშემოდგომო და საგაზაფხულო თავთავიანი კულტურების (ხორბალი, ქერი, ტრიტიკალე) გამოცდის საერთაშორისო ქსელის აქტიური წევრია. საერთაშორისო ქსელი კავკასიის, მცირე, წინა და ცენტრალური აზიის კვლევით ინსტიტუტებს და სამეცნიერო ცენტრებს აერთიანებს და ყოველწლიურად სხვადასხვა სანერგეებისა მიმდინარე სამეცნიერო ცდების შედეგებსა და მათი შესწავლის შედეგების გაზიარებას აწარმოებს.

აღსანიშნავია, რომ მუშაობის პერიოდში, სხვადასხვა საერთაშორისო სანერგეების შესწავლის შედეგად მიღებული და დარეგისტრირებულია ხორბლის 6 და ტრიტიკალეს 1 ახალი ქართული ჯიში.