სიახლეები
04.07.2024
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერმა მონაწილეობა გაიზენჰაიმის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ პროგრამაში მიიღო
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა მიკროკლონური (in vitro) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის სამსახურის უფროსმა თეკლე ზაკალაშვილმა გერმანიის გაიზენჰაიმის უნივერსიტეტის მიწვევით, პროგრამაში -„გამოწვევები და შესაძლებლობები-მდგრადობა, როგორც ინტეგრალური ნაწილი 21-ე საუკუნის მევენახეობა-მეღვინეობაში“ მიიღო მონაწილეობა.გაიზენჰაიმის უნივერსიტეტის პროფესორებმა სემინარები გამართეს თემებზე: მცენარეთა გამრავლება, ვაზის დაავადებების მიმართ რეზისტეტნრული ჯიშების მიღება, უალკოჰოლო სასმელების წარმოება და სხვა. პროგრამის მიზანი სექტორში არსებლი საერთაშორსო გამოცდილების გაზიარება და მონაწილე ქვეყნებში დანერგვის ხელშეწყობაა.
თეკლე ზაკალაშვილმა მონაწილეობა მიიღო „მომავლის სიმპოზიუმში“ („Zukunftsymposium”), სადაც გაიზენჰაიმის უნივერსიეტტის სტუდენტებს და პროგრამის სხვა მონაწილეებს საქართველოს აგრარულ სფეროში მიმდინარე პროცესები და დარგის პოტენციალი გააცნო. ქართულმა მხარემ ადგილზე ღვინის დეგუსტაციაც გამართა, სადაც საერთაშორისო სტუდენტებს და პროფესორებს ქართული ღვინო და საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორია გააცნო.
პროგრამის ფარგლებში, რაინგაუს რეგიონში, ორგანიზებული იყო საცდელი ბაზების, ლაბორატორიების, ადგილობრივი ღვინის ქარხნების და მარნების დათვალიერება.
აღნიშნული პროგრამები ხელს უწყობს როგორც ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ისე აგრარული მიმართულების ორგანიზაციებსა და სასწავლო დაწესებულებებს შორის სამეცნიერო კვლევების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას.