facebook
youtube
mail

სიახლეები

18.07.2024

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე საფრანგეთის სატყეო სამსახურის (ONF) წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

ვიზიტის ძირითად მიზანს ქართული ტყის და ბიომრავალფეროვნების უკეთ გაცნობა, კლიმატის ცვლილების ჭრილში ტყეების ადაპტაციის და გენეტიკურ რესურსებთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენდა.

სტუმრებმა, ბაზაზე ვაზის, ხეხილის და აგროსატყეო კულტურების კოლექცია დაათვალიერეს და ცენტრის საქმიანობას გაეცნენ. ბაზაზე გამართულ შეხვედრაზე მთავარი ყურადღება აგროსატყეო მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებულ პროექტებს და კოლექციაში დაცულ სახეობებს დაეთმო. აღსანიშნავია, რომ ჯიღაურას სატყეო კულტურების კოლექციაში, დღეისთვის, 100 სახეობაა დაცული, მათ შორის, უნიკალური და გადაშენების პირას მყოფი სახეობებიც.

ჯიღაურას სატყეო კულტურების კოლექცია 2015 წელს, სატყეო კულტურების კონსერვაციის და დაცვის მიზნით გაშებდა. სახეობების უდიდესი ნაწილი ენდემურია. კოლექცია 4 სექსციისგან შედგება, დეკორატიული, წითელი ნუსხის, ხეხილის ველური წინაპრების და აღმოსავლეთ სსქართველოს ტყის შემქმნელი ძირითადი სახეობები. კოლექციაში წითელი ნუსხის 20 სახეობაა დაცული, მათ შორის ისეთი უნიკალური სახეობები, როგორიცაა უთხოვარი, საღსაღაჯი, თურანულა და სხვა.