facebook
youtube
mail

სიახლეები

16.08.2024

მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო დელეგაციამ ჯიღაურას ბაზა დაათვალიერა

მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო დელეგაცია, რომელსაც  მკვლევარი და მევენახე პარკერ ჯონსი ხელმძღვანელობდა, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების ბაზას ეწვია.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ სტუმრებს ჯიღაურას სადემონსტრაციო ბაზაზე გაშენებული ქართული ვაზის ჯიშების კოლექცია დაათვალიერებინა და ცენტრში მიმდინარე სამეცნიერო პროექტები გააცნო.
დელეგაციის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი მევენახეობისა და მეღვინეობის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებასა და გაფართოების შესაძლებლობებს შეეხო.
„უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებთან ერთად  განვიხილეთ  სამომავლოდ განსახორციელებელი სამეცნიერო პროექტები, რომელიც ვაზის გენეტიკური რესურსების დაცვას, სელექციურ პროცესების წარმართვას, კლიმატურ და ნიადაგურ პირობებთან ადაპტირებული ვაზის ფილოქსერაგამძლე პერსპექტიული საძირეების შერჩევას, ღვინის ტურიზმის განვითარებას და სხვ. მიმართულებით ერთობლივ საქმიანობას შეეხება.“- აღნიშნა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში მიჩიგანისა და საქართველოს შორის მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო განვითარების ერთობლივი პროექტები განხორციელდება. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს დელეგაცია მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება მიწვეული.
ვიზიტის დასასრულს, სტუმრებმა, ამავე ცენტრის მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი სამსახურის ხელმძღვანელთან, დავით ჩიჩუასთან ერთად, იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებიდან ბაზაზე წარმოებული ღვინოები დააგემოვნეს.