სიახლეები
22.08.2024
სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მშრალი ხილის დეგუსტაცია გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის ორგანიზებით, პროექტის „ზოგიერთი პერსპექტიული კურკოვანი ხილის შრობის ტექნოლოგია“ ფარგლებში, მშრალი ხილის დეგუსტაცია გაიმართა.დეგუსტაციის მიზანს ჯიღაურას მრავალწლოვანი ხეხილოვანი კულტურების შრობისათვის პერსპექტიული ჯიშების გამოვლენა წარმოადგენდა.
მშრალი ხილის დეგუსტაციას სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების სამსახურის წარმომადგენელი ნაზი მელანაშვილი უძღვებოდა.
დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ქლიავისა და ალუბლის ჩირის 13 ნიმუში, რომელიც საგემოვნო და ვიზუალური მაჩვენებლების მიხედვით 15 ქულიანი სისტემით შეფასდა.
ნიმუშების შეფასების შეჯამებისას, სადეგუსტაციო კომისიის მოწონება და უმაღლესი შეფასება ქლიავის ( ჟოჟო, ამერსი, შუგარ ტოპი) და ალუბლის - შპანკა, კარნეული მონტმორანსი) ჯიშებმა დაიმსახურეს.
ადგილობრივ ბაზარზე ჩირის ასორტიმენტის გაზრდისა და მწარმოებლებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების გაზიარების მიზნით, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტში მშრალი ხილის წარმოებისათვის პერსპექტიული ჯიშების, მათი გაშენების ადგილის, ჯიშის თავისებურებების და ანტიოქსიდანტური აქტივობების შესწავლა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.