სიახლეები
20.09.2024
საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის პროფესორი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, ჰინდ აზამი ეწვია.

პროფესორმა ჰინდ აზამმა პროექტში ჩართული პირებისთვის მიკრობიოლოგიური და ბიომოლეკულური დიაგნოსტიკის მიმართულებით ტრენინგები გამართა.
ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, ჰანდ აზამმა შეხვედრები გამართა სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან, რომლებიც მსხვილფეხა რქოსანი ცხოველების ტუბერკულინიზაციის პროცესს წარმატებით ახორციელებენ, სსიპ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიის, ქუთაისის რფერალური ლაბორატორიის და ქუთაისის მრავალპროფილური „კლინიკა-ლჯ"-ის პულმონოლოგიის და ვიზუალური დიაგნოსტიკის დეპარტამენტების თანამშრომლებთან.
შეხვედრები ზოონოზური ტუბერკულოზის აქტუალობასა და დიაგნოსტიკის საკითხებს შეეხებოდა.