facebook
youtube
mail

სიახლეები

28.09.2024

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა თელავში გამართულ სამეცნიერო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

სამეცნიერო ფესტივალი ,,ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის“ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ფესტივალის მიზანი იყო ახალგაზრდებში სამეცნიერო საქმიანობის პოპულარიზაცია.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა ფესტივალის მონაწილეებს ცენტრის ძირითადი საქმიანობა, მიღწევები და მიმდინარე პროექტები გააცნეს. აღინიშნა, რომ კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ღონისძიების ფარგლებში დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა, გასცნობოდა ქართული ხორბლის ენდემურ ჯიშებს, შენახვა-გადამუშავების პროდუქტებს, ქართულ სამეცნიერო ლიტერატურას და ქართული ვაზის უნიკალური ჯიშებისგან დაყენებულ ღვინოებს. სამეცნიერო ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით 16 სექტემბერს ზუგდიდში დაიწყო და 19 ოქტომბრამდე საქარველოს ყველა დიდ ქალაქს მოიცავს.