facebook
youtube
mail

სიახლეები

04.10.2024

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურის უფროსმა ზვიად ბობოქაშვილმა ონლაინ გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - „მდგრადი სოფლის მეურნეობის უზრუნველყოფა გლობალური კლიმატური ცვლილებების შერბილებისა და ადაპტაციის საშუალებით“ გაიმართა.

კონფერენციაზე წარდგენილი იყო სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მკვლევარების ლ. უჯმაჯურიძის, ზ. ბობოქაშვილის, ნ. შენგელიას, ლ. ციგრიაშვილის და ე. მაღლაკელიძის მიერ მომზადებული სამეცნიერო პრეზენტაცია - „საქართველოს თხილის წარმოება კლიმატური ცვლილებების წინაშე - მოსალოდნელი გავლენები და შერბილების მიდგომები“. მოხსენებამ მსმენელების დიდი ინტერესი გამოიწვია.

კონფერენციის შესაბამის სესიებზე მოხსენებებით 30 ქვეყნის 200 -ზე მეტი მეცნიერი და მკვლევარი წარსდგა. გაიმართა დისკუსია და მსჯელობა ისეთ აქტუალურ საკითხებზე როგორიცაა, გლობალური კლიმატის ცვლილებების პროგნოზირების მოდელების დახვეწა, რობოტიკის გამოყენების თანამედროვე შესაძლებლობები მეხილეობაში, ირიგაციის რესურსდამზოგავი ტექნოლოგიების გაუმჯობესება, ადაპტაციური ჯიშების მისაღებად წარმოებული სასელექციო სამუშაოების ახალი მეთოდოლოგიები და ა.შ.

სამეცნიერო კონფერენცია დასრულდა პანელური დისკუსიით, სადაც კონფერენციის მონაწილეებმა გლობალური კლიმატური ცვლილებების შერბილების მიზნით, კონკრეტული შემოთავაზებული სამეცნიერო ღონისძიებების პრაქტიკული გამოყენების ასპექტები განიხილეს.