facebook
youtube
mail

სიახლეები

08.10.2024

დასავლეთ საქართველოში სამეცნიერო ექსპედიციები გაიმართა

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს ტყის იშვიათი და რელიქტური სახეობების შესწავლა და ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნა“ (FR22-2188) ფარგლებში, სამეცნიერო ექსპედიციაში დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, კოლხეთის ეროვნული პარკში, გურიასა და იმერეთის რეგიონებში იმყოფებოდნენ.

ექსპედიციის მინზანს, სახეობების - ჰართვისის მუხის (კოლხური მუხა; Quercus hartwissiana) და პონტოს მუხის (Quercus pontica) პოპულაიცებისა და ჰაბიტატების დღევანდელი მდგომარეობის შეფასება და მათი ლოკაციების დაფიქსირება-აღწერა წარმოადგენდა.

ექსპედიციების შედეგად, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე აღინიშნა სამიზნე სახეობების ახალი ლოკაციები, რომლებიც ლიტერატურული წყაროებიდან არ დასტურდებოდა. მიუხედავად ამისა აღსანიშნავია, რომ ჰართვისის მუხის არეალი საკმაოდ შევიწროებულია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტყეები გამორჩეულია მცენარეთა მრავალფეროვნებით, მრავლად არის ენდემური, რელიქტური სახეობები, რომელთა ნაწილი გადაშენების საფრთხის წინაშეა. საქართველოს ველური ფლორის იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების კონსერვაცია არაერთი საერთაშორისო კონვენციით არის განსაზღვრული.

პროექტი „საქართველოს ტყის იშვიათი და რელიქტური სახეობების შესწავლა და ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნა“ (FR22-2188) 4 რელიქტური სახეობის: ჰართვისის მუხის (კოლხური მუხა, Quercus hartwissiana Steven.), პონტოს მუხის (Quercus pontica K.Koch.), რცხილფოთოლა ძელქვას (კავკასიური ძელქვა, Zelkova carpinifolia (Pall.) K.Koch.) და ლაფანის (Pterocarya pterocarpa (Michx) Kunth.) ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნას, ex-situ კონსერვაციას, მოლეკულურ-გენეტიკური და მოფომეტრიული კვლევების ჩატარებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში იგეგმება საკვლევი სახეობების შესახებ არსებული ინფორმაციის განახლება, GIS-ში გავრცელების ამსახველი გეორეფერენსირებული თემატური რუკების შექმნა, in-situ სათესლე უბნების დადგენა და მუხების ორი საკვლევი სახეობის ფოთლების მორფომეტრიული აღწერებისა და მოლეკულურ-გენეტიკური კვლევის ჩატარება მათი ტაქსონომიური სტატუსის დასაზუსტებლად. პროექტი ასევე ითვალისწინებს აქამდე შესწავლილი 14 სახეობისა და აღნიშნული 4 სახეობის მასალებზე ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნას ქართულ-ინგლისურ ენებზე.