სიახლეები
18.10.2024
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები იმყოფებოდნენ

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სეროლოგიური და მოლეკულური კვლევის ლაბორატორიის უფროსმა ივეტა მეგრელიშვილმა სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა ლაბორატორიის საქმიანობაზე, მცენარეთა ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების იმუნოფერმენტული (ELISA) და მოლეკულური (PCR) დიაგნოსტიკის მეთოდებზე.