სიახლეები
20.11.2024
კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული საფრთხეების აგროეკონომიკური გავლენის შეფასების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრაზე განისაზღვრა პროექტის ფარგლებში შესასრულებელი კვლევითი სამუშაოების ფორმატი და შემუშავდა კონკრეტული სამოქმედო გეგმა. საუბარი შეეხო მეთოდოლოგიური საკითხების შემუშავების, პრიორიტეტული სასოფლო-სამეურნეო კულტურების გამოკვეთის და შემარბილებელი ღონისძიებების ზოგადი ჩარჩოს განხილვის მნიშვნელობას.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროფილური მიმართულების სამსახურების თანამშრომლები, პროექტის ადგილობრივი და მოწვეული ექსპერტები ესწრებოდნენ. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, უცხოელი ექსპერტისგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ მათთვის საინტერესო საკითხებზე.