სიახლეები
27.11.2024
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სამეცნიერო მიმართულებით თანამშრომლობას აღრმავებს

როგორც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ აღნიშნა, კვლევითი ცენტრისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს რეგიონებში არსებულ სახელმწიფო და კერძო ინსტიტუტებთან, მათ შორის აგრარული მიმართულების უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობა წარმოადგენს.
„აღნიშნული მემორანდუმი საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ ერთობლივი სამეცნიერო პროექტები, კვლევები თუ კონფერენციები, ასევე ხელი შევუწყოთ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების სამივე საფეხურის სტუდენტებს ცენტრის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზებსა და ლაბორატორიებში აიმაღლონ პროფესიული უნარ-ჩვევები, რაც რეგიონში მეტი ახალგაზრდა კვალიფიციური კადრის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს“.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა მოაწერეს.