სიახლეები
18.12.2024
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „კლიმატის ცვლილების საადაპტაციო და შემარბილებელი ღონისძიებების ეკონომიკური შეფასება“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანს პროექტის განხორციელებისთვის საჭირო მიზნობრივი მეთოდოლოგიური და პრაქტიკული საკითხების განხილვა წარმოადგენდა.პროექტში ჩართული წარმომადგენლების მხრიდან შემუშავებულ იქნა აღნიშნული კვლევის შესრულებისთვის აუცილებელი აგრონომიული, კლიმატური, ეკოფიზიოლოგიური და ეკონომიკური მონაცემების მობილიზების ძირითადი მიმართულებები, განისაზღვრა აღნიშნული მონაცემების შეგროვების ხერხები და მეთოდები.