სიახლეები
14.02.2025
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მეხილეობის საკოლექციო ბაღში სემინარი „ვაშლის სხვლა-ფორმირება და მოყვანის აგროტექნოლოგიური თავისებურებები“ ჩატარდა.
სემინარს მეხილეობის კვლევის სამსახურის უფროსი ზვიად ბობოქაშვილი უძღვებოდა. სწავლება მოიცავდა ვაშლის გასხვლის თანამედროვე პროგრესულ მეთოდებს და 2 D ბაღის კონცეპტუალური ფორმირების საკითხებს.
სწავლება ითვალისწინებდა პრაქტიკულ ნაწილს, სადაც მონაწილეები თეორიულად განხილული სხვლა-ფორმირების მეთოდების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობებს გაეცნენ.
აღნიშნული სემინარები, რომელსაც სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ატარებს ფერმერებისა და დაინტერესებული პირებისთვის, ხელს უწყობს თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გავრცელებას, ასევე ახალი ტექნოლოგიების დანერგვას.









.png)



