სიახლეები
25.02.2025
უზბეკეთის დელეგაციის ვიზიტი სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში

მხარეებმა მევენახეობა-მეღვინეობის და მებაღეობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და უზბეკეთის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ძირითადი საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.
უზბეკეთის მხარის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და უზბეკეთის რესპუბლიკის აკადემიკოს მ. მირზაევის სახელობის მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ერთობლივი კვლევითი პროექტების მომზადებას, სასწავლო პროგრამების ორგანიზებას, სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის გაცვლას გულისხმობს.
საქართვლოში ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზები დაათვალიერეს.