facebook
youtube
mail

სიახლეები

28.02.2025

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „კლიმატის ცვლილების საადაპტაციო და შემარბილებელი ღონისძიებების ეკონომიკური შეფასება“ ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა სარწყავი წყლის მოთხოვნილების განსაზღვრის მეთოდოლოგიურ და პრაქტიკულ საკითხებზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს კლიმატის ცვლილების გავლენის სიმულაციური მოდელები ისეთ წამყვან სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე, როგორიცაა ვაშლი, ვაზი, ხორბალი და სხვა; სიმულაციები სხვადასხვა აგროეკონომიკური მიდგომის საფუძველზე მომზადდა.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროფილური მიმართულების სამსახურების თანამშრომლები, ასევე, პროექტის ადგილობრივი და მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები - კრანფილდის უნივერსიტეტის (UK) მკვლევარები - ჯო მორისი და ტიმ ჰესი.

ღონისძიება მიზნად ისახავდა კლიმატის ცვლილების გავლენის შეფასების საფუძველზე ხარჯ-სარგებლიანობის გაანგარიშებისა და შეფასების თანამედროვე მოდელის შექმნას, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში წარმოების მდგრადი მართვის სტრატეგიების შემუშავებასა და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებას.