facebook
youtube
mail

სიახლეები

25.03.2025

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურის თანამშრომლებმა ვებინარი გამართეს

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურის თანამშრომლებმა ზვიად ბობოქაშვილმა და ელენე მაღლაკელიძემ სამეცნიერო-პრაქტიკული ვებინარი გამართეს თემაზე: "მცენარეთა ზრდის რეგულატორები და მათი გამოყენების ძირითადი მიმართულებები ინტენსიური ტიპის ვაშლის ბაღებში".

ვებინარის ფარგლებში, ხაზი გაესვა ვაშლის წარმოების კუთხით აქამდე შედარებით ნაკლებად გავრცელებული აგროტექნოლოგიური ხერხების დანერგვის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი ცოდნის გაზიარების აუცილებლობას. სემინარზე განხილულ იქნა ინტენსიური ტიპის ვაშლის ბაღებში მცენარეთა ზრდის რეგულატორების გამოყენების კუთხით არსებული პრობლემატიკა, განხორციელებული სამეცნიერო კვლევების პირველადი შედეგები და არსებული გამოწვევები.

ვებინარის მიზანს წარმოადგენდა მცენარეთა ზრდის რეგულატორების შესახებ თეორიული ცოდნის გაღრმავება და მათი პრაქტიკული გამოყენების მეთოდოლოგიების გაცნობა. აღნიშნული სემინარი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ვაშლის წარმოების სექტორში მომუშავე პირებს უფრო ეფექტურად მართონ საკუთარი აგრომეურნეობები.

ვებინარში მონაწილეობა ფერმერებმა, აგრონომებმა, დარგის სპეციალისტებმა, სტუდენტებმა და მოცემული მიმართულებით დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი გამოყენებითი სასწავლო ღონისძიებების ორგანიზებას, რათა ხელი შეუწყოს აგროსექტორის განვითარებას და ფერმერების ინფორმირებულობას.