სიახლეები
11.04.2025
ტროპილელაფსის ტკიპის საფრთხე - სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სემინარი მეფუტკრეთათვის

ღონისძიებას ექსპერტის სტატუსით ესწრებოდა აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბიოლოგიის დოქტორი ირაკლი ჯანაშია, რომელმაც ტრენინგის მონაწილეებს უახლესი სამეცნიერო და პრაქტიკული ინფორმაცია გააცნო ტკიპის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა როგორც მეფუტკრეებისთვის, ისე ცენტრის სპეციალისტებისთვის.
სემინარის ფარგლებში განხილული იქნა ტროპილელაფსის ბიოლოგიური თავისებურებები და გავრცელების პოტენციალი საქართველოში; დაავადების დიფერენცირება ვარროასთან (Varroa destructor) შედარებით და რეკომენდებული კონტროლისა და მონიტორინგის მეთოდები.
მუხურის მეფუტკრეობის სანაშენე ბაზაზე ცენტრი აქტიურად ახორციელებს ფუტკრის დედების გამოყვანას, ინარჩუნებს ადგილობრივ მეფუტკრეობის ტრადიციულ ფორმებს და ხელს უწყობს გენეტიკურად მდგრადი პოპულაციების შენარჩუნებას. მსგავსი სემინარები რეგიონულ დონეზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს პრაქტიკულ ცოდნაზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავებაში.