სიახლეები
16.04.2025
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა შავი ზღვის 3 ქვეყნის თვითმმართველობის ასოციაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა

ვიზიტის ფარგლებში, უცხოელმა სტუმრებმა ცენტრის მცენარეთა მიკროკლონური (in vitro) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის ლაბორატორია და ნიადაგის კვლევის ლაბორატორია დაათვალიერეს, მოინახულეს ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა.
პროექტის მონაწილეებმა ადგილზე მოისმინეს ინფორმაცია და გაიცნეს ის პრაქტიკები, რომლებიც საქართველოში ვაზის საკოლექციო ნარგაობის, ძველი ბოსტნეულის ჯიშებისა და ტრადიციული ლანდშაფტების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას ემსახურება.
სასწავლო ტური საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, პროექტის „აგროთესლების მცველები ბიომრავალფეროვნების, აგრობიომრავალფეროვნების, ეკოსისტემური სერვისებისა და კლიმატის ადაპტაციისთვის - „SEEDGUARD” ფარგლებში მოეწყო.