facebook
youtube
mail

სიახლეები

13.05.2025

სამეცნიერო-კვლევით ცენტრში სანაშენე მეცხოველეობის კანონის პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრაზე, რომელსაც სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე, სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტისა და მეცხოველეობის განვითარების სამმართველოს წარმომადგენლები, ასევე ცენტრის მეცხოველეობისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტები ესწრებოდნენ, სანაშენე მეცხოველეობის კანონის პირველადი ვერსიის დოკუმენტი განიხილეს.

აღნიშნული დოკუმენტი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასა (FAO) და სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის გაფორმებულ ხელშეკრულების ფარგლებში მუშავდება და ითვალისწინებს ფერმის მართვის სისტემის დანერგვასა და სანაშენე საქმიანობის საკანონმდებლო ბაზის მომზადებას.