სიახლეები
20.05.2025
20 მაისს ფუტკრის მსოფლიო დღე აღინიშნება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თემატური პრეზენტაციები, მათ შორის, მოხსენება „საქართველო — უძველესი თაფლის მწარმოებელი ქვეყანა“, სადაც განხილული იყო მეფუტკრეობის ქართული ტრადიციები, თანამედროვე გამოწვევები და კლიმატური ცვლილებების გავლენა დარგის განვითარებაზე.
ფუტკრის მსოფლიო დღის აღნიშვნა, ხაზს უსვამს, ეკოსისტემაში ფუტკრის უმნიშვნელოვანეს როლს და მის დაცვაზე ზრუნვის აუცილებლობას. ღონისძიების ბორჯომში გამართვას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა — სწორედ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ საკირეშია აღმოჩენილი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი, 5500 წლის წინანდელი თაფლი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო მეფუტკრეობას უძველესი დროიდან მისდევდა.
ფუტკრის მსოფლიო დღის აღნიშვნის ღონისძიება საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების, ბორჯომის მერიის ორგანიზებით და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტროს მხარდაჭერით გაიმართა.