facebook
youtube
mail

სიახლეები

22.05.2025

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი დასაქმების კვირეულში მონაწილეობს

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა მონაწილეობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ „დასაქმების კვირეული 2025-ის“ ფარგლებში გამართულ ფორუმში მიიღო.

ღონისძიებაზე ცენტრის წარმომადგენლებმა აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებს გააცნეს ორგანიზაციის საქმიანობა, მიმდინარე კვლევითი მიმართულებები და კარიერული შესაძლებლობები.

შეხვედრა ნაყოფიერი იყო როგორც დამსაქმებლების, ისე სტუდენტებისთვის. ახალგაზრდებმა უშუალოდ მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა პრაქტიკულ და პროფესიულ შესაძლებლობაზე, რაც ხელს უწყობს მათ მომზადებას შრომის ბაზრის მოთხოვნებისთვის.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მომავალშიც გეგმავს მსგავს ინიციატივებში მონაწილეობას და ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პროფესიულ ზრდას, ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკული გამოცდილების შეძენას.