სიახლეები
23.05.2025
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენელმა გლობალური საინფორმაციო სისტემის კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

შეხვედრაზე თამარ ჯინჯიხაძემ წარადგინა FAO-ს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში საქართველოში განხორციელებული სამუშაოები, მიღწეული შედეგები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვისა და მობილიზების საკითხებს, რაც ეროვნული გენბანკის მონაცემების მართვასა და საერთაშორისო პლატფორმებთან ინტეგრაციას ეხება.
დასახულია თანამშრომლობა რამდენიმე მნიშვნელოვან საინფორმაციო სისტემასთან, მათ შორის ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების კატალოგთან (EURISCO) და გენბანკების ინტეგრირებული სისტემების საინფორმაციო ქსელთან (AEGIS), რაც საქართველოს გენეტიკური რესურსების უკეთეს მართვასა და საერთაშორისო მეცნიერებით აღიარებას შეუწყობს ხელს.