სიახლეები
06.06.2025
ცენტრის ვირუსოლოგიის ლაბორატორიის წარმომადგენლმა პორტუგალიაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

კონფერენცია ევროპის სამეცნიერო თანამშრომლობის ქსელის (COST) მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტის ფარგლებში – „ინოვაციური კლონირების ევროპული ქსელი მერქნიანი მცენარეებისთვის“ მოეწყო.
აღნიშნულ პროექტში აქტიურად არის ჩართული ცენტრის ვირუსოლოგიის ლაბორატორია, ხოლო ივეტა მეგრელიშვილი არჩეულია მართვის კომიტეტის წევრად (MC Member), რაც ცენტრის კვლევით კომპონენტში საერთაშორისო ჩართულობის მნიშვნელოვანი აღიარებაა.
კონფერენციაზე, რომელსაც 23 ქვეყნის მკვლევარი ესწრებოდა, ივეტა მეგრელიშვილმა წარადგინა პრეზენტაცია თემაზე: „თხილის ბაქტერიული სიდამწვრის გამომწვევი პათოგენის Xanthomonas campestris-ის დეტექცია საქართველოში“.
მოხსენებაში წარმოდგენილი იყო ინფორმაცია მცენარეთა დაავადებების გამოვლენისა და კვლევის მიმართულებით ცენტრში მიმდინარე სამეცნიერო მუშაობის შესახებ. პრეზენტაციის ფარგლებში მონაწილეებმა ასევე მოისმინეს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პრაქტიკულ გამოცდილებასა და მიღწევებზე, რამაც დამსწრე მეცნიერებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.
„ინოვაციური კლონირების ევროპული ქსელი მერქნიანი მცენარეებისთვის“ (COPYTREE) - მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების თანამშრომლობას, ცოდნის გაზიარებასა და ერთობლივი ინოვაციური იდეების განვითარებას.