სიახლეები
13.06.2025
“აითი აკადემია სტეპის“ მოსწავლეები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ

ლაბორატორიის უფროსმა გიორგი ღამბაშიძემ მოსწავლეებს ლაბორატორიის მუშაობის პრინციპები და ნიადაგის ანალიზის მეთოდები გააცნო. ასევე, ისაუბრა კვლევის მნიშვნელობაზე თანამედროვე სოფლის მეურნეობაში. ვიზიტის ფარგლებში, მოზარდებმა დაათვალიერეს ლაბორატორიული აღჭურვილობა, დააკვირდნენ ნიადაგის ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების შესწავლის პროცესს და რამდენიმე ექსპერიმენტის ჩატარებაში ჩაერთნენ.
ვიზიტი გარემოსდაცვითი სასკოლო პროექტის ფარგლებში გაიმართა.