სიახლეები
03.07.2025
ქალი ფერმერები მუხურის მეფუტკრეობის საცდელ ბაზას სტუმრობდნენ

მუხურის ბაზაზე სტუმრებს უმასპინძლეს ცენტრის მეფუტკრეობის მიმართულების სპეციალისტმა ნანა მაისურაძემ და მორფოლოგიურ-ექსტერიერული კვლევის ლაბორატორიის თანამშრომელმა ლალი ჩიქოვანმა. შეხვედრის ფარგლებში მათ დეტალურად გააცნეს მეფუტკრეობის მიმართულებით მიმდინარე კვლევითი საქმიანობა, ქართული რუხი ფუტკრის პოპულაციის შენარჩუნების გზები, დაავადებების იდენტიფიცირების ლაბორატორიული შესაძლებლობები და თანამედროვე მეფუტკრეობის სპეციფიკა.
სტუმრებმა ადგილზე დაათვალიერეს საცდელი ნაკვეთები და ფუტკრის სკები, გაეცნენ სკების კონსტრუქციული თავისებურებებსა და ადგილობრივ პირობებზე მორგებულ მიდგომებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ლაბორატორიულ კვლევებს, მათ მნიშვნელობას ფუტკრის ჯანმრთელობისა და გენოფონდის შენარჩუნების პროცესში.
ვიზიტი ჩატარდა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2025 წლის ქვეპროგრამის „აგრარული ექსტენციის მიწოდება“ ფარგლებში, ღონისძიების ფარგლებში – „სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავე წარმატებული ქალებისათვის“. მიზანს ქალ ფერმერთა ცოდნის გაღრმავება, თანამედროვე აგროპრაქტიკების გაცნობა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენდა.