facebook
youtube
mail

სიახლეები

06.07.2025

წილკნის ბაზას აგრარული და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების სტუდენტები სტუმრობდნენ

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის წილკნის ბაზას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების სტუდენტები ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და ლაბორატორიულ ინფრასტრუქტურას.

სტუდენტებმა დაათვალიერეს ქსოვილის კულტურის (in vitro) ლაბორატორია, სადაც მიიღეს ინფორმაცია ლაბორატორიის მუშაობის პრინციპებისა და ინ ვიტრო გამრავლების თავისებურებების შესახებ. მათ ასევე მოინახულეს პროფ. ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია, სადაც 2017 წლიდან ხორციელდება ნიადაგის სრულყოფილი ანალიზი, რაც აუცილებელია მისი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების განსასაზღვრად.

ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები ასევე ესტუმრნენ თესლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიას და გაეცნენ თესლის სერტიფიცირების პროცესს. გარდა ამისა, დაათვალიერეს თანამედროვე სათბური, სადაც ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევა ნიადაგის გარეშე, ჰიდროპონიკული მეთოდით მიმდინარეობს.

ვიზიტის მიზანი იყო სტუდენტებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება და თანამედროვე აგრობიოტექნოლოგიების გაცნობა უშუალოდ კვლევით გარემოში.