facebook
youtube
mail

სიახლეები

07.07.2025

აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის წარმომადგენლები სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში სამეცნიერო ექსპედიციაში იმყოფებოდნენ

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის წარმომადგენლები ნატალია ტოგონიძე და ნიკა გიგაური, ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერის პროექტის „სუბალპური არყნარი ტყის ბუნებრივი აღდგენის პროგნოზირებადი მოდელის შექმნა“ ფარგლებში, სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში სამეცნიერო ექსპედიციაში იმყოფებოდნენ.

ექსპედიციის მთავარ მიზანს სუბალპური არყნარი ტყეების (ძირითადი შემქმნელი სახეობაა ლიტვინოვის არყი – Betula litwinowii) ამჟამინდელი ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება და ბუნებრივი აღდგენის პროცესების კვლევა წარმოადგენდა.

ექსპედიციის ფარგლებში მეცნიერებმა შეისწავლეს არყნარი ტყის ბუნებრივი აღდგენის თანმიმდევრული ეტაპები და განსაზღვრეს მცენარეული შემადგენლობა. კვლევამ ნათლად აჩვენა მცენარეთა სახეობრივი მრავალფეროვნების შესამჩნევი ცვლილება ბუნებრივი რეგენერაციის სხვადასხვა სტადიაზე.

აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანი ეტაპია ისეთი სამეცნიერო პროგნოზირებადი მოდელის შესაქმნელად, რომელიც ხელს შეუწყობს სუბალპური ტყის ეკოსისტემების გრძელვადიან შენარჩუნებასა და ეფექტიანი გარემოსდაცვითი პოლიტიკის დაგეგმვას.