სიახლეები
08.07.2025
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე Oxford Centre for Leadership - ის 2025 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაიმართა

ლევან უჯმაჯურიძემ სტუმრებს ჯიღაურას ბაზის ისტორია და მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობა გააცნო. კურსდამთავრებულებმა დაათვალიერეს ვაზის უნიკალური კოლექცია, ლაბორატორიები, ღვინისა და ვაზის სამუზეუმო სივრცე.
„დღეს ქვეყანას სჭირდება პროფესიონალი ახალგაზრდები, რომლებსაც პასუხისმგებლობის აღების და მართვის მზაობა ექნებათ. მეცნიერება მხოლოდ ციფრები ან კვლევები არ არის — ეს არის გამოცდილება და მემკვიდრეობა, რომელიც უნდა გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ. მსგავსი ინიციატივები, რომლებიც აერთიანებს განათლებას, მეცნიერებასა და ახალგაზრდობას, ქმნის ძლიერ საფუძველს ინოვაციური და პასუხისმგებლობით სავსე ლიდერებისთვის. საქართველოში აგრარული სექტორი ისე, როგორც სხვა სფეროები მომავლის ლიდერებს ელოდება“, — აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.
აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს ქართველ ახალგაზრდებში ლიდერული უნარების განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების მიღებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას. პროგრამა აერთიანებს ქართველი და უცხოელი ექსპერტების, საერთაშორისო პარტნიორებისა და განვითარების პლატფორმების ფართო ქსელს. პროგრამას უკვე ჰყავს 100-მდე კურსდამთავრებული.