სიახლეები
09.07.2025
ლევან უჯმაჯურიძე ევროკავშირის მრჩეველს, ნუტრიციოლოგ ბრიჯიტ ფენს შეხვდა

ვიზიტის ფარგლებში, ბრიჯიტ ფენს ცენტრის დირექტორი, პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ფაქტიური კვების და ნუტრიციული კვლევების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ტექნიკური მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა ფაქტიური კვების ეროვნულ დონეზე განხორციელების მნიშვნელობაზე ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფის, სურსათის უვნებლობის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და სოფლის მეურნეობის პოლიტიკის მდგრადი განვითარების საქმეში. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს.