facebook
youtube
mail

სიახლეები

24.07.2025

ლევან უჯმაჯურიძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს, დენის სალუქვაძეს შეხვდა

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, დენის სალუქვაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე აგრარული დარგის მიმართულებით რეგიონის სპეციფიკური საჭიროებები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სამეცნიერო კომპონენტების გაძლიერებასა და ფერმერებთან კოორდინირებული მუშაობის გაუმჯობესებაზე.

ცენტრის დირექტორმა მინისტრს გააცნო როგორც ცენტრის ზოგადი საქმიანობა, ისე აჭარის რეგიონში განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები, მათ შორის, ერთობლივი კვლევების, თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგების და ფერმერთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით დაგეგმილი აქტივობები.

შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ირმა აფხაზავა და არჩილ ბერიძე, ასევე, ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში ნოდარ ხატიაშვილი ესწრებოდნენ.