სიახლეები
29.07.2025
„სურსათის მეცნიერების“ სამაგისტრო პროგრამის წარმომადგენლები ჯიღაურასა და წილკნის სამეცნიერო ბაზებზე იმყოფებოდნენ

ჯიღაურაში ვიზიტისას, რომელიც სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავებას ითვალისწინებს , ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ, სტუმრებს დეტალურად გააცნო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები – მათ შორის მცენარეთა და ცხოველთა გენეტიკური რესურსების დაცვის, ვაზის, ხეხილის აგროსატყეო, ერთწლოვანი კულტურების საკოლექციო ნარგაობების არსებული მდგომარეობა, მართვა, სელექციური სამუშაოები, სერთიფიცირების პროცესები, ჯიშური მიკვლევადობის სისტემები, კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ პრობლემებთან გამკვლავების ინოვაციური მიდგომები და სხვა საკითხები.
თანამედროვე ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის გაცნობის და დასაქმების შესაძლებლობების შეფასების მიზნით, სტუმრები წილკნის სასელექციო ბაზაზე მოლეკულური მარკირების (დნმ) და პროფ. ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიებს ეწვივნენ, ადგილზე გაეცნენ მიმდინარე სამეცნიერო პროექტებს და ლაბორატორიულ კვლევით თანამედროვე მეთოდებს.
სტუმრებმა დაათვალიერეს საკოლექციო, სადედე, სანერგე ნაკვეთები, ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე და დააგემოვნეს ქართული ვაზის იშვიათი ჯიშებისგან ცენტრში დამზადებული ღვინის ნიმუშები.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მსგავსი თანამშრომლობით ხელს უწყობს აკადემიური და სამეცნიერო სივრცეების დასაახლოებლად, მომავალ ახალგაზრდა პროფესიონალთა განვითარებას და ხელსაყრელი გარემოს შექმნას.