სიახლეები
06.08.2025
გეიზენჰეიმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ჯიღაურას სამეცნიერო ბაზა დაათვალიერეს

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ საგანმანათლებლო გარემოსა
და პრაქტიკულ შესაძლებლობებზე, რასაც ცენტრი სთავაზობს როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებს
კვლევითი საქმიანობის, პრაქტიკული სწავლებისა და პროფესიული განვითარებისთვის.
სტუდენტებმა დაათვალიერეს კვლევითი ლაბორატორიები, საკოლექციო ვენახი და ადგილზე გაეცნენ ადგილობრივი ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას.
ვაზისა და ღვინის საგამოფენო სივრცეში მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი სამსახურის წარმომადგენელმა ნიკოლოზ კირვალიძემ სტუმრებს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ისტორია, ტრადიციები და კულტურული ღირებულებები წარუდგინა.
ვიზიტის დასასრულს, გაიმართა იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან წარმოებული ღვინოების დეგუსტაცია, რომელსაც პროფესორი დავით ჩიჩუა ხელმძღვანელობდა და რომელმაც სტუდენტებს დეტალურად გააცნო ქართული ტრადიციული მეთოდის - ქვევრში ღვინის დაყენებისა და დავარგების თავისებურებები.
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზებზე სტუდენტების ვიზიტი განხორციელდა გეიზენჰეიმის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო საგანმანათლებლო საზაფხულო პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული პროგრამის მიზანია მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და სტუდენტებისთვის პროფესიული კომპეტენციების გაღრმავება.
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზა წარმოადგენს საერთაშორისო მნიშვნელობის საგანმანათლებლო და კვლევით სივრცეს, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს სთავაზობს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის თავისებურებების შესწავლას, კვლევითი უნარების განვითარებასა და პროფესიული კავშირების ჩამოყალიბების შესაძლებლობას.