სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებების საერთაშორისო დონის მკვლევარი, ცნობილი იტალიელი ფიტოპლაზმოლოგი და მილანის უნივერსიტეტის პროფესორი ფაბიო კვალინო ესტუმრა.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა
ქართველი
და
იტალიელი
მეცნიერების
ერთობლივი
კვლევის
გაღრმავება
ვაზის
ფიტოპლაზმური
დაავადებების
დროული
გამოვლენის,
პრევენციისა
და
კონტროლის
თანამედროვე
მეთოდების
დანერგვის
მიმართულებით.ვიზიტის ფარგლებში,
პროფესორმა
კვალინომ
სამეცნიერო-კვლევითი
ცენტრის
მეცნიერთა
ჯგუფთან ერთად დაათვალიერა ჯიღაურას სამეცნიერო
ბაზისა
და
კახეთის
რეგიონის საკოლექციო და სადედე ვენახები, ადგილზე შეისწავლა ფიტოპლაზმური ინფექციისგან გამოწვეული სიმპტომები
და
შემდგომი
ლაბორატორიული
კვლევების
ჩატარების მიზნით შეაგროვა როგორც ქართული, ისე უცხოური ვაზის ჯიშების
ნიმუშები.
შეგროვებული მასალის
კვლევა
განხორციელდება
ქართველი
და
იტალიელი
მეცნიერების
თანამშრომლობით,
როგორც
სოფლის
მეურნეობის
სამეცნიერო-კვლევითი
ცენტრის
იმუნოფერმენტულ
და
მოლეკულურ
ლაბორატორიებში,
ისე
მილანის
უნივერსიტეტში.
ანალიზისთვის
გამოყენებული
იქნება
თანამედროვე
პოლიმერაზული
ჯაჭვური
რეაქციის
ორი
სხვადასხვა
მეთოდი
— TaqMan® RT-PCR და Nested PCR.ორივე ლაბორატორიაში
მიღებული
შედეგების
შეჯამების
საფუძველზე გაგრძელდება ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებების (GY) გენეტიკური
მრავალფეროვნების
კვლევა
სექვენირების
გზით, რომელიც ასევე განხორციელდება მილანის უნივერსიტეტში, ცენტრის თანამშრომლების დაგეგმილი სამუშაო
ვიზიტის
ფარგლებში.ვაზის ოქროსფერი
სიყვითლე
(FD) წარმოადგენს
საკარანტინო
დაავადებას,
რომელიც
მევენახეებს
სერიოზულ
მოსავლიანობის
დანაკარგს
აყენებს.
მისი
დროული
აღმოჩენა
და
პრევენციული
ღონისძიებების
გატარება
გადამწყვეტია
ჯანსაღი
სარგავი
მასალის
წარმოებისა
და
დაავადების
გავრცელების
შესაზღუდად.
ექსპერტის ფაბიო კვალინოს ვიზიტი სამწლიანი პროექტის
– „ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებების
(GY) და EPPO სტანდარტებით სარგავი
მასალის სერტიფიცირების პროგრამის
ხელშეწყობა საქართველოში“ – ფარგლებში
განხორციელდა, რომელიც დაფინანსებულია შოთა რუსთაველის
ეროვნული
სამეცნიერო
ფონდის
მიერ
(კოდი
FR 23–1133). პროექტის მიზანია საქართველოში ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებების, მათ შორის ოქროსფერი
სიყვითლის
(FD) და
ღეროს
სიშავის
(BN), დროული
გამოვლენა,
პრევენცია
და
საერთაშორისო
გამოცდილებაზე
დაფუძნებული
თანამედროვე
ტექნოლოგიების
დანერგვა,
რაც
ხელს შეუწყობს
ქართული
მევენახეობის
მდგრად
განვითარებას.