სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი იტალიაში კვალიფიკაციის ამაღლების ინტენსიურ კურსს დაესწრო
მცენარეთა მიკროკლონური
(ინ ვიტრო) გამრავლებისა დაუვირუსო სარგავი
მასალის კვლევის სამსახურის უფროსი თეკლე ზაკალაშვილმა, იტალიის ქალაქ კონელიანოში, მევენახეობის თანამედროვე ტექნოლოგიებში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გამართულ ინტენსიურ კურსში მიიღო მონაწილეობა.კურსის მიზანს წარმოადგენდა მევენახეობის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მეთოდების
შესწავლა.
კურსი აერთიანებდა
მევენახეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, მათშორის: ვაზის
მდგრადობას გვალვის მიმართ, მორწყვის რეჟიმების მართვის უახლეს მიდგომებს დაკლიმატური ცვლილებების
გავლენას მცენარის ზრდა-განვითარებაზე. ლაბორატორიული ნაწილი ფოკუსირებული იყოკალუსის კულტურის
მიღების თანამედროვე მეთოდებზე, გენშეცვლილი კულტურების გადატანის ტექნოლოგიებსა დამცენარეთა შემდგომი
აკლიმატიზაციის პროცესზე.ინოვაციური ტექნოლოგიები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ
მაღალი ხარისხის,
ვირუსებისგან თავისუფალი სარგავი მასალის
წარმოებაში, რაც
უზრუნველყოფს ჯანსაღი
ნარგავების შექმნას
და მნიშვნელოვნად ზრდის მევენახეობის სექტორის მდგრადობას, რაც, თავის
მხრივ, ხელს
შეუწყობს ადგილობრივი ქართული ვაზის ჯიშების გენეტიკური მრავალფეროვნების დაცვას დადარგის მდგრადობას საქართველოში.ტრენინგს უმასპინძლა
იტალიურმა წამყვანმა
სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა — CREA (Council for
Agricultural Research and Economics), რომლის საქმიანობა
მოიცავს სოფლის მეურნეობის, აგრარული სექტორისა და ეკონომიკის კვლევას.
ორგანიზაცია აქტიურად ატარებს შეხვედრებს, სემინარებსა და ტრენინგებს თანამედროვე
აგრარული მიმართულებებით, მათ შორის, კვალიფიკაციის
ამაღლების სპეციალურ კურსებს, რაც ხელს უწყობს
ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის
გავრცელებას, როგორც იტალიაში, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ახალგაზრდა მეცნიერის ვიზიტი განათლების
საერთაშორისო ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.