facebook
youtube
mail

სიახლეები

30.09.2025

ქალი ფერმერები აჭარიდან ჯიღაურას ბაზას ესტუმრნენ

აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეპროგრამის „აგრარული ექსტენციის მიწოდება“ ფარგლებში, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას აჭარიდან 20-მდე ქალი ფერმერი ესტუმრა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ სტუმრებს დეტალურად გააცნო ცენტრის საქმიანობის მიმართულებები და ხაზი გაუსვა რეგიონებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. როგორც ლევან უჯმაჯურიძემ აღნიშნა, დღის წესრიგშია ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და ერთობლივი პროექტების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ფერმერთა პრაქტიკული შესაძლებლობების გაუმჯობესებას.

ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე ფერმერმა ქალბატონებმა ვაზისა და ხეხილის საკოლექციო ნარგაობა, სამუზეუმო სივრცე დაათვალიერეს და მონაწილეობა მიიღეს დეგუსტაციაში.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, უზრუნველყოფს ფერმერებისათვის თანამედროვე აგროტექნოლოგიების გაცნობას და ხელს უწყობს პრაქტიკაში დანერგვას.